მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სადაზღვევო სამართალი › Reply To: სადაზღვევო სამართალი
ნოემბერი 21, 2015 at 23:11
#30707
Keymaster
საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება
დამზღვევი მოვალეა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის გაზრდის შესახებ, რომელიც ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოცენდა, თუ ეს არსებით გავლენას მოახდენდა ხელშეკრულების დადებაზე.
მოცემულ შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით ან მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის შესაბამისი გაზრდა. თუ დამზღვევმა განზრახ გამოიწვია საფრთხის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე.