#2988

@Edika said:
1) გარდაიცვალლა მამკვიდრებელი, რომელსაც დარჩა ორი მემკვიდრე. ერთ ერთმა მემკვიდრემ მსაკვიდროს გახსნიდან მესამე თვეს განკარგა თავისი წილი სამკვიდროში.  ქონდა თუ არა ამის უფლება და რატომ?

 

ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოვიყენოთ სკ-ის 1334-ე, 1427-ე და 1470-ე მუხლები.

 

1470-ე და 1334-ე მუხლი განსაზღვრავენ, რომ სამკვიდროს მიღებიდან, მის გაყოფამდე თანამემკვიდრეებს მთლიანი სამკვიდრო მასა ეკუთვნით, როგორც თანასაკუთრება, რომლიდანაც თავისი წილის განკარგვის უფლება გააჩნიათ თითოეულ მემკვიდრეებს, მაგრამ ისინი არ არიან უფლებამოსილნი გაასხვისონ სამკვიდრო ქონებაზე შემავალი ცალკეული ნივთები.

 

მაგ: შეუძლიათ გაასხვისონ თავისინი სამკვიდრო წილი, ვთქვათ სამკვიდროს 1/2 ნაწილი, მაგრამ არ შეუძლიათ გაასხვისონ სამკვიდროში შემავალი მანქანა ან ბინა და ა.შ.

 

ხოლო 1427-ე მუხლი ამ ზოგად რეგულაციას ზღუდავს და კრძალავს სამკვიდრო წილის გასხვისებასაც სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, რომელიც ჩამოწერილი ამ მუხლში Numerus clausus პრინციპის მიხედვით.

 

2) ერთ -ერთმა მემკვიდრემ გაიღო მამკვიდრებლის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები. შეუძლია თუ არა ტანამემკვიდრეებს მოსთვოსოს ხარჯების ანაზღაურება? და რა საფუძვლით?

არ შეუძლია, რადგან ეს ხარჯები უნდა გაიღონ მემკვიდრეებმა პროპორციულად, ფაქტობრივად მამკვიდრებლის კრედიტორისთვის ვალდებულების შესრულების ვარიანტია მანდ. მაგ: როცა ერთ-ერთი მემკვიდრე ახდენს მამკვიდრებლის ვალების გასტუმრებას თავისი ფულით.