#2983

კი, გეთანხმები… 1460-ე მუხლის მიზანია სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის დაცვა და ამ მუხლის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია 54-ე მუხლის შესაბამისად.

 

ორივე შემთხვევაში, რადგან 1450-ე მუხლი გულისხმობს უფლებამოსილი პირის ნების გამოვლენას- სამკვიდროს მიღება/არ მიღების შესახებ პრეტენზიის გამოთქმას და ეს პრეტენზია სად იქნება გამოთქმული ამას არ უნდა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს საცილო გარიგებების შემთხვევაში, შეცილების საკითხის მსგავსად.