მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული სამართალდარღვევები › Reply To: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილება და უკუძალა
(განჩინება N-ბს-890-883(კ-11) 19.10.11).
სააპელაციო პალატამ, საჩივრის განხილვისას არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა მე-9 მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა. სააპელაციო პალატამ არ შეისწავლა საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა სადავო აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, სრულყოფილად არ შეამოწმა მშენებლობის კანონიერების ფაქტი, არ უზრუნველყო მშენებლობის ნებართვის თაობაზე დადგენილების წარმოდგენა, არ შეაფასა მისი შინაარსი და არ განსაზღვრა, რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული აქტი იმ სახის დოკუმენტს, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოებულ მიშენებას მოაქცევდა კანონიერების ფარგლებში.
საკასაციო პალატის განმარტება: საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო საქმიანობის კონტროლი რეგულირდება სპეციალური კანონით, ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისთვის. ვინაიდან აქტის გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ საჯარიმო თანხის განსაზღვრა მოახდინოს ორივე ზემოაღნიშნული კანონის ნორმათა შეჯერების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
