#29657
kakha
Member

თუ გავითვალისწინებთ იმას კანონში როგორაა ფორმულირებული, მაშინ მწვანე მოციმციმე მაშუქიც ინდ. აქტად უნდა მივიჩნიოთ.

”ვ) მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ…” ე.ი. რთავს ნებას და ამვე დროს აცნობებს. ”ნების დართვა” ამ შემთხვევაშიც გვაქვს, მაგრამ, მე არც მწვანის და არც მოციმციმე მწვანის ინდ. აქტის რანგში აყვანა არ მომწონს. რაღაც ვერ ჯდება სამართლის პრინციპებთან. გამონაკლისი კი დასაშვება, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც ამის ობიექტური აუცილებლობაა.

მოკლედ კანონის ტექსტი არაა კარგად ფორმულირებული.”მწვანი მაშუქი მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მოძრაობა ნებადართულია” – ეს უკეთესი ფორმულირება იქნებოდა.