#2960

@Edika said:
გარდაიცვალა მამკვიდრებელი ა. დარჩა ორი მემკვიდრე ბ და გ. სამკვიდრო მასას შეადგენს უძრავი ქონება, რომელზეც არის №1 და №2 საცხოვრებელი სახლები. №1 საცხოვრებელი სახლი ბ-მ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში ააშენა თავისი ხარჯებით, რომელიც დაჯდა 70 000 დოლარი. სამკვიდრო მიიღო ორივე მემკიდრემ დადგენილი წესით. ქონების გაყოფის დროს ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და  მოითხოვა 1475-ე მუხლის საფუძველზზე წილის გათანაბრება და ასევე მის მიერ აშენებული სახლის მხოლოდ მისთვის მიკუთვნება 1469-ე მუხლის საფუძველზე (”სხვა კონკრეტული გარემოებანი”)(იქედან გამომდინარე რომ მის მიერ იყო აშენებული). თავისმხრივ გ-მ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა №1 შენობიდან, თავისი კუთვნილი 1/2 სამემკვიდრეო წილის ბ-სთვის მიკუთვნების სანაცვლოდ კომპესაცია. (კომპესაცია არის 70 000/2=35 000).

 

 

კითხვები:

1)რამდენად შეუძლია ბ-ს მთლიანად სახლის მიკუთვნების მოთხოვნა მისთვის 1469-ე მუხლის საფუძველზე? და 2)აღნიშნულის შემთხვევაში აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს კომპესაცია გ-ს და რა საფუძვლით კონკრეტულად?

 

1469-ე მუხლი ეხება მემკვიდრეთა შორის წილების გაყოფას, იმ წილების შესაბამისად, რაც შეესაბამება მემკვიდრეების კანონისმიერ ან ანძერძისმიერ სამკვიდრო წილს.. აქედან გამომდინარე თუ ვიტყვით, რომ სამკვიდროში არის ორი სახლი და მემკვიდრეებს აქვთ სამკვიდროს 1/2 წილზე უფლება, მაშინ გაყოფის შემთხვევაში, სწორედ ამ წილის შესაბამისად უნდა მოხდეს გაყოფა..

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება 1469-ე მუხლის შესაბამისად მოხდეს ამ სახლის მიკუთვნება “ბ”-სთვის, მაგრამ კომპენსაციის უფლება ექნება “გ”-ს.

 

ახლა რაც შეეხება 1475-ე მუხლს.. ამ მუხლის გამოყენება მაშინ ხდება, როცა დაღმავალი ხაზის ნათესავებთან გვაქვს საქმე (მაგ: მემკვიდრის შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი). თუ “ბ” არის ასეთი ნათესავი, მაშინ შეუძლია ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვოს წილთა გათანაბრება, მაგრამ აქ მეორე გზაც არის, მას შეუძლია უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით მოითხოვოს ქონებრივი წონასწორობის აღდგენა.