მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული სამართალდარღვევები › Reply To: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
ხანდაზმულობის გასვლის შედეგები (ასკ-ის 38.1-ე და 232.7-ე მუხლები)
(სუსგ. N-ბს-302-291(კ-10) )
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის “გ” ქვეპუნქტი და ამავე კანონის მე-58 მუხლის “გ” ქვეპუნქტი, არ გამოიყენა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-8 პუნქტი. ამასთანავე, საქმეზე არ დასტურდება სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის შესახებ“ კანონის 1.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, ასევე არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38.1 და 232.7 მუხლების მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38.1 და 232.7 მუხლებით და გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარომოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება, ბათილად ცნო სადავო აქტები და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება
ანალოგიური საქმეა #ბს-347-336(კ-10)
