მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › დ.ღ.გ (V.A.T) › Reply To: დ.ღ.გ (V.A.T)
დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი
I. დასაბეგრი ოპერაცია
გაცვლა
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
უძრავი ქონების რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე, − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.