მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › დ.ღ.გ (V.A.T) › Reply To: დ.ღ.გ (V.A.T)
დ.ღ.გ-ს გადამხდელი სუბიექტები
VI. პირი, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ახორციელებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას მხოლოდ ამ ოპერაციაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.
მაგ: იპოთეკით დაიტვირთა მამუკას ბინა, ლიას წინაშე სესხის 100.000 ლარის ვალდებულების თაობაზე. ხელშეკრულებაში განისაზღვრა, რომ მამუკას მიერ ვალდებულების შესრულებლობის შემთხვევაში, ლია უფლებამოსილი იყო დატვირთული ბინა საკუთრებაში მიეღო, რითიც მისი ვალდებულება დაკმაყოფილებულად ჩაითვლებოდა. აღნიშნულ შემთხვევაში მამუკას ექნება დ.ღ.გ–ს გადახდის ვალდებულება ბინის ღირებულების ფარგლებში, რაც ექვემდებარება უკუდაბეგვრას.
