#29484
BLH
Keymaster

დივიდენდის მიღების უფლება

 

(საქმე N-ას-1328-1170-2010)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა დივიდენდის მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ არ მოიპოვებოდა. სასამართლომ ასევე არასწროად შეაფასა წილის დათმობის ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: დივიდენდის მოთხონის უფლება წარმოიშობა საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ასეთი კრების ჩატარების ფაქტზე ვერც მოსარჩელე უთითებს და არც მოპასუხე ადასტურებს მის არსებობას.

წილის დათმობის ხელშეკრულების პირობა კი, რომლის თანახმადაც წილის დათმობით, მის მიმღებზე გადავიდა წილის პროპორციული მატერიალური და არამატერიალური პასივები და აქტივები, საკასაციო პალატამ შემდეგნაირად შეაფასა: წილის პროპორციული აქტივი მოიცავს, არა ზოგადად დივიდენდის მიღების, არამედ დივიდენდის მოთხოვნის უფლებასაც, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტში გააჩნდა წილის დამთმობს. ამდენად, მოსარჩელემ წილთან ერთად დივიდენდის მოთხოვნის უფლების დათმობით დაკარგა მოპასუხისგან მისი მოთხოვნის უფლებაც. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.