#29455
BLH
Keymaster

@ReneDescartes said: პირველი ელემენტიც არ გვაქვს მანდ. ნოტარიუსი არ არის ადმინისტრაციული ორგანო.

რატომ არა არის ნოტარიუსი ადმინისტრაციული ორგანო?

ზაკ-ის 2.1.ა-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

ხოლო ნოტარიატის შესახებ კანონის მიხედვით:

“ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.”

ამავდროულად, უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაშ (ბს591-565(-08)), განმარტა, რომ “სანოტარო მოქმედების მეშვეობით, ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ,,ნოტარიატის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე.”