მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › მიწის ლეგალიზაცია › Reply To: მიწის ლეგალიზაცია
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ორგანო
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.
კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს ბრეზიდენტის N-525 ბრძანებულებაში.
კომისიაში უფლებამოსილების განხორციელებისათვის კომისიის წევრებს ანაზღაურება არ მიეცემათ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებზე. აღნიშნული კომისიის წევრთა საქმიანობა შეიძლება დაფინანსდეს ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საკრებულოს მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
