მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული სამართალდარღვევები › Reply To: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
ხანდაზმულობის ვადები
1. ორგანოს განსჯადობის შემთხვევაში- ასკ-ის 38.1-ე მუხლი :
„ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.“
მაგ: “ა”-მ დაარღვია მანქანის პარკირების წესები 2013 წლის 20 აგვისტოს. მისი დაჯარიმება შესაძლებელია არაუგვიანეს 2013 წლის 20 ოქტომბრისა.
2. სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში- ასკ-ის 38.2-ე მუხლი:
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს, გარდა ამ კოდექსის 159(5)–159(9) მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
3. აღსრულების ხანდაზმულობის შემთხვევაში- ასკ-ის 287-ე მუხლი:
„დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში.“
მაგ: თუ სითი პარკმა დააჯარიმა “ა”, უკანონო პარკირებისათვის 2013 წლის 20 სექტემბერს. დაჯარიმების დღიდან 6 თვის მანძილზე უნდა მოხდეს საქმის აღსრულება, მისი აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადაცემის გზით. თუ 6 თვის განმავლობაში ჯარიმის შესახებ დადგენილება არ გადაეცემა აღსრულების ბიუროს, მაშინ დადგება აღსრულების ხანდაზმულობა და დადგენილება ვეღარ აღსრულდება ხანდაზმულობის გამო.
