#2938

საჯარო მმართველობის ფორმები

ნორმატიული აქტი– წარმოადგენს პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ, მრავალჯერადად გამოყენებისათვის განკუთვნილ წესთა კრებულს, რომელსაც გამოსცემს ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობის საფუძველზე… ნორმატიული აქტები წარმოადგენენ კანონქვემდებარე აქტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი კანონის საფუძველზე მიიღება და არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მათ.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის გამოცემა, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დელეგიურებულ უფლებამოსილების განხორციელებას..

ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი- ეს ისეთი აქტია, რომელიც ზოგად (აბსტრაქტულ) კანონისმიერი დანაწესის დაკონკრეტების საშუალებას  და შესაბამისად კანონის დანაწესის აღსრულების შესაძლებლობას იძლევა. მაგ: სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ კანონმდებლობა აფუძნებს კონკრეტული უფლების მინიჭების შესაძლებლობას, ხოლო ნებართვის გაცემა “ა”-სთვის, რაც წარმოადგენს ინდ. აქტს, იძლევა საშუალებას აღსრულდეს კანონში განსაზღვრული აბსტრაქტული დებულებები).

ინდ. სამართლებრივი აქტი განკუთვნილია პირთა განსაზღვრული წრისადმი, რაც განასხვავებს მას ნორმატიული აქტისგან.

რეალაქტი –  ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. (მაგ: მოსახლეობის ინფორმირება, პატრულის მიერ განხორციელებული პატრულირება და ა.შ.)