#29358
BLH
Keymaster

ინდ. აქტის ფორმალური კანონიერება

ინდ. აქტის ფორმალური კანონიერება შედგება ხუთი ელემენტისგან

1.უფლებამოსილება- ინდ. აქტი უნდა გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

საგნობრივი უფლებამოსილება დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებათან მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა ინდ. აქტის გამოცემის გზით.

მაგ: მერია შესაბამისი უწყება უფლებამოსილია გასცეს სამშენებლო ნებართვები, თუმცა იგი არ არის უფლებამოსილი დააჯარიმოს საგზაო მოძრაობის დამრღვევი.

ტერიტორიული უფლებამოსილება გულისხმობს, კონკრეტულ ტერიტორიაზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების უფლებამოსილებას ინდ. აქტის მეშვეობით.

მაგ: თბილისის მერია არ არის უფლებამოსილი ნებართვა გასცეს ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობასთან დაკავშირებით.

2. ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე – ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას, რომელიც მიმართულია ინდ. აქტის მომზადებისა, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ინდ. აქტის კანონიერებისათვის აუცილებელია დაცული იქნეს ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები: წარმოების ფორმა, წარმოების დაწყების საფუძვლები, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების აკრძალვა და ა.შ.

3. ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის ფორმა- ინდ. აქტის ფორმის საკითხს შევეხეთ ზემო პოსტებში, იგი შეიძლება გამოიცეს, როგორც წერილობითი სახით, ისე ზეპირი სახით, ასევე სხვა ფორმითაც

4. რეკვიზიტები– ინდ. აქტში განსაზღვრული უნდა იყოს კანონით განსაზღვრული რეკვიზიტები. სხვადასხვა რეკვიზიტის მიუთითებლობა სხვადასხვა შედეგში შეიძლება იწვევდეს, რის შესახებაც ზემო პოსტებში უკვე ვისაუბრეთ.

5. დასაბუთება– დასაბუთების შესახებ ვისაუბრეთ ზემო პოსტებში.