#29342
BLH
Keymaster

არარა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი

ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, ანუ არ არსებულად და შესაბამისად მისი შესრულების ვალდებულება არ წარმოიშობა, მხოლოდ ზაკ-ის მე-60 მუხლში განსაზღვრული ოთხი გარემოების არსებობისას:

ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ზაკ-ით დადგენილი ვადები.

ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.