მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › საგადასახადო სამართალი › მოგების გადასახადი › Reply To: მოგების გადასახადი
როგორ გავიჯნოთ რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმოები?
საქართველოს საწარმოდ ითვლება საწარმო, რომლის საქმიანობის ან/და მართვის ადგილი საქართველოშია. ამდენად, წარმოადგენს თუ არა საწარმო საქართველოს საწარმოს (რეზიდენტს) უნდა განისაზღვროს მისი საქმიანობის ადგილისა ან/და მართვის ადგილის მიხედვით:
საქმიანობის ადგილი:
- სახელმწიფოს რეგისტრაციის ადგილი,
- იურიდილი მისამართი,
- ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი,
- საწარმოს მართვის ადგილი,
- ამხანაგობების გაერთიანებების შემთხვევაში – ერთობლივი საქმიანობის მმართველი პირის საქმიანობის ადგილი.
ეს ჩამონათვალი არის იერარქიული და საქმიანობის ადგილის დასადგენად უნდა შევხედოთ ჯერ რეგისტრაციის ადგილს , თუ არ არის განსაზღვრული რეგისტრაციის ადგილი, შემდეგ კრიტერიუმს ვუყურებთ და ა.შ.
მაგ: თუ კომპანია რეგისტრირებულია საფრანგეთში, თუმცა მართვის ადგილი აქვს საქართველოში, მისი საქმიანობის ადგილად ჩაითვლება საფრანგეთი.
მართვის ადგილი:
ფაქტობრივი მართვის ადგილი, სადაც დირექტორატი ახორციელებს მმართველობით ფუნქციას.
- თუ საწარმოს მართავს სხვა პირი – მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი.
- თუ საწარმოს არ აქვს მმართველობის ორგანო, ან მმართველობით ორგანოს არ აქვს საქმიანობის მუდმივი ადგილი, ან მმართველი უშუალოდ არ მართავს საწარმოს – ადმინისტრაციის, დირექციის, გამგეობის, ცენტრალური ბუღალტერიის ან სხვა მსგავსი ორგანოს საქმიანობის ადგილი.
თუ დავადგენთ, რომ არც საქმიანობის და არც მართვის ადგილი საწარმოს არ აქვს საქართველოში, მაშინ იგი წარმოადგენს არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც მოგების გადასახადის გადამხდელია მხოლოდ იმ შემოსავლის ფარგლებში, რასაც იგი ღებულობს საქართველოს წყაროდან.
მაგ: თუ დავადგენთ, რომ საწარმოს საქმიანობის ადგილია საფრანგეთში, ხოლო მართვის ადგილი საქართველოში. საწარმო ჩაითვლება საქართველოს რეზიდენტად, თუ საფრანგეთთან არსებულ ორმხრივ ხელშეკრულებაში სხვა რეგულაცია არ არსებობს.
არარეზიდენტი საწარმო საქართველოში შემოსავალს შეიძლება ღებულობდეს, როგორც მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ასევე მუდმივი დაწესებულების გარეშე.
მაგ: უცხოურ საწარმოს შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ფილიალი ან წარმომადგენლობა და მისი მეშვეობთ ღებულობდეს შემოსავალს. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს მის მუდმივ დაწესებულებას.
