მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სახელშეკრულებო სამართალი › Reply To: სახელშეკრულებო სამართალი
ორი ვერსია მომივიდა თავში:
1) ვალდებულების შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ანუ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის სპეციალურ ფორმაზე, ანუ როცა ანგარიშფაქტურას წარუდგენდა მხოლოდ ამის მერე იყო ვალდებული შეესრულებინა ვალდებულება, ანუ ნების გამოვლენა/მოთხოვნის დაყენება უნდა მომხდარიყო სპეციალური ფორმით – როცა წარუდგენდა ანგარიშფაქტურას და ამ ფორმის დაუცველად დაყენებული მოთხოვნა არაა სამართლებრივი ძალის მქონე.
2)122-ე მუხლის მიხედვით ვადა შეიძლება განისაზღვროს გარკვეულ მოვლენაზე მითითებით და ეს მოვლენა არის როცა გამყიდველი წარუდგენს ანგარიშვაფტურას, შესაბამისად ვადიანია ვალდებულება, ანუ ამ ვერსიის მიხედვით ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია
