მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ქირავნობა/იჯარა › Reply To: ქირავნობა/იჯარა
იჯარის ნივთის გამოთხოვა
(N-ას-927-1164-04)
„საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორად გამოიყენა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები. სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო კასატორს აღარ გააჩნია საიჯარო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.“
