#28989

დასაქმებულის ანაზღაურებისგარეშე შვებულებაში გაშვება

(№ას-46-44-2013)

შეუძლია თუ არა დამსაქმე­ბელს, ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე გაუშვას დასაქ­მებული ანაზღაურებისგარეშე შვებულებაში?

მოცემულ საქმეში, სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე არ­სებითი საკითხი განიმარტა ანაზღაურებისგარეშე შვებულებასთან დაკავშირებით.

კონკრეტულ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ანაზღა­ურებისგარეშე შვებულების გამოყენების საჭიროება განაპირობა დამსაქმებელ დაწესებულებაში არსებულმა ფინანსურმა მდგომა­რეობამ. „ასეთ პირობებში, სამენეჯერო ვერ ადგენდა მკვეთრად პოზიტიური ხასიათის ფინანსურ ეფექტს და წარმოება იძულებუ­ლი გახდა, ხარჯები შეემცირებინა.

ამ მიზნით აუცილებელი შეიქნა თანამშრომელთა ნაწილის, მათ შორის ი.ჭ‑ის უხელფასო შვებულე­ბაში გაშვება და, შემდგომში, შტატების შემცირებაც.” მიუხედავად ამისა, ამ პირობებშიც შვებულების გამოყენება განხორციელდა დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე. განსაზღვრუ­ლი ვადის გასვლის შემდეგ დამსაქმებელმა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გამოსცა ბრძანება დასაქმებულისათვის ანაზღაურე­ბისგარეშე შვებულების გაგრძელების შესახებ.

ამ შემთხვევაში, ანაზღაურებისგარეშე შვებულება გამოყე­ნებულია როგორც იძულებითი ნაბიჯი, რათა არ მომხდარიყო მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. რეალურად, განხორციელდა დასაქმებულის მიერ შვებულებით სარგებლობა მისივე ნების საწინააღმდეგოდ. კერძოდ, შვებულე­ბის მიზეზი იყო ის, რომ დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფდა დასაქმებულისათვის სამუშაო პირობების შექმნასა და ანაზღა­ურებას. უფრო მეტიც, მხარეებს შორის სადავო იყო შვებულების დასრულების თარიღი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები არ შეთანხმებულან შვებულების დასრულების კონკრე­ტულ თარიღზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ შვებულება გაგრძელდა იმ ვადით, რა ვადამდეც არსებობდა შვებულებაში ყოფნის საჭი­როება. საბოლოოდ, დასაქმებულმა ისარგებლა ანაზღაურებისგა­რეშე შვებულებით დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, იმის მი­უხედავად, რომ მისი სურვილი იყო სამუშაოს შესრულება და არა შვებულებაში ყოფნა.