მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › შრომის სამართალი › Reply To: შრომის სამართალი
აგვისტო 7, 2015 at 11:57
#28987
ივერიელი
Participant
შვებულების უფლების არ გამოყენების სამართლებრივი შედეგები
(სუსგ. №ას-326-304- 2010)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც, თავის მხრივ, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მასში განმარტებულია, რომ შვებულების უფლებით სარგებლობისათვის აუცილებელია, დასაქმებულმა მიმართოს დამსაქმებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კარგავს შვებულების უფლებას. აქედან გამომდინარე, დამკვიდრებული პრაქტიკით, შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით, დასაქმებულმა აუცილებლად უნდა მიმართოს დამსაქმებელს შესაბამისი მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შვებულებით სარგებლობის უფლებას.