მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › შრომის სამართალი › Reply To: შრომის სამართალი
შვებულების უფლების რეალიზაცია
(სუსგ. №ას-698-655- 2012 განჩინება)
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც განმარტებული იყო, რომ შვებულების „უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს. შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს არა მარტო შვებულების ხანგრძლივობის ფარგლებს, არამედ განსახილველი ნორმა ანიჭებს დასაქმებულს უფლებას, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. ამ დანაწესის აუცილებლობა იმაშია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნას დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა”. „
მოცემული განმარტების მიხედვით, შვებულების რეალიზაციისთვის საკმარისია დასაქმებულმა გამოხატოს ნება, რომელიც მიუვა დამსაქმებელს, ანუ სახეზეა ცალმხრივი მიღებასავალდებულო გარიგება, რომელიც იძენს ძალას დამსაქმებლის მიერ მისი მიღების მომენტიდან და არ საჭიროებს ამ უკანასკნელის ნების გამოვლენას, იმისათვის, რომ შევიდეს ძალაში.