#28982
BLH
Keymaster

ფილიალის ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის გათავისუფლება

(სუსგ. ას-707-1080-06)

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საწარმოს ლიკვიდაციად  ვერ იქნება მიჩნეული საწარმოს ფილიალის ლიკვიდაცია, ვინაიდან ფილიალი არ არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, არამედ ის ამავე კანონის მე-16 მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს საწარმოს განცალკევებულ ქვედანაყოფს, გარკვეული დამოუკიდებლობის მქონე მის შემადგენელ ნაწილს და მისი ლიკვიდაცია არ იწვევს საწარმოს საქმიანობის შეწყვეტას ანუ ლიკვიდაციას;

სასამართლომ ჩათვალა, რადგან საწარმომ ფილიალების ლიკვიდაციისთანავე შემოიღო ახალი მენეჯმენტი და შექმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, მას ჰქონდა მოსარჩელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა; სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საწარმოს ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილ ახალ სტრუქტურულ ერთეულში … თანამდებობაზე ლიკვიდირებული ფილიალის მუშაკების დანიშვნისას არ გამოიკვლია მათთან შედარებით მოსარჩელეს გააჩნდა თუ არა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება; ამასთან, …. თანამდებობაზე მიღებული იქნა ახალი თანამშრომელი.