#28981
BLH
Keymaster

გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების მოშლა

 

N-ას- 397-370-2010

“საქმეში წარმოდგენილ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების 1.1. პუნქტით მოსარჩელეები კონკრეტულ სამუშაოზე დასაქმდნენ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამავე ხელშეკრულების 6.1.13. პუნქტით, ხელშეკრულების ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დამსაქმებელს შეუძლია, დაითხოვოს პერსონალი მიზეზის დაუსახელებლად. უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ გამოსაცდელ ვადაში. შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ან მოშალოს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით, დამსაქმებელს სრული უფლება ჰქონდა, გაეთავისუფლებინა გამოსაცდელი ვადით შერჩეული პირები აღნიშნულ ვადაში ისე, რომ არ მიეთითებინა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და თანამდევი იურიდიული შედეგების დადგენის თაობაზე დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.”