#28967
BLH
Keymaster

რა არის შვებულება

დასაქმებულის მიერ შვებულების აღება გულისხმობს, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერებას. დამსაქმებელი ვალდებულია შეაჩეროს შრომითი ურთიერთობა, დასაქმებულის მიერ შვებულების აღების შესახებ განცხადების საფუძველზე.

დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს:

ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით;

ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

შრომითი ხელშეკრულებით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ შვებულების ვადებსა და პირობებზე, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

მაგ: შეიძლება შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვროს ანაზღაურებადი შვებულება 30 დღის ოდენობით, თუმცა მხარეები ვერ განსაზღვრავენ ანაზღაურებად შვებულებას 20 დღის ოდენობით, რადგან აღნიშნული აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას და შესაბამისად ასეთი პირობა იქნება ბათილი.

თუ დამსაქმებელი წყვეტს შრომით ხელშეკრულებას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ა“, „ვ“-თ“ და „ო“ პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

მაგ: თუ დასაქმებულმა იმუშავა 4 თვე, მას ეკუთვნის 8 გამოუყენებელი შვებულების შესაბამისი თანხა.