#28963
BLH
Keymaster

შრომითი ურთიერთობის შეჩერება

შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული შრომითი კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილში, მათ შორის აღსანიშნავია: გაფიცვა, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულება, სამხედრო სავალდებულო სამსახური და სხვა.

დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

მაგ: როდესაც დასაქმებულს წარმოეშობა შვებულებაზე გასვლის უფლება, მას შეუძლია მოითხოვოს შვებულებაზე გასვლა და მიუთითოს კონკრეტულ თარიღზე, რომლიდანაც იგი გავა შვებულებაზე. დასაქმებული ვალდებული იქნება შეაჩეროს შრომითი ურთიერთობა მოთხოვნილი ვადით.

შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში,  დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მაგ: ანაზღაურებადი შვებულების დროს დასაქმებულს მიეცემა ანაზღაურება.