მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › შრომის სამართალი › Reply To: შრომის სამართალი
შრომითი ქმედუნარიანობა და სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი
ფიზიკური პირი უფლებამოსილია, თავისი ნების საფუძველზე, ჩაერთოს შრომით ურთიერთობაში 16 წლის ასაკიდან, სწორედ ამ ასაკიდან ხდება იგი შრომითი ქმედუნარიანი.
16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს.
14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება დაუშვებელია, გარდა სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობებისა, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
აკრძალულია არასრულწლოვანთან (18 წლამდე) შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.