მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › გადაზიდვა/ტრანსპორტირება › Reply To: გადაზიდვა/ტრანსპორტირება
ტვირთის მიღების დაყოვნება
სუსგ. №ას-1024-1055-2011
დავა ეხება სარკინიგზო გადაზიდვას, ტვირთის მიმღებმა დროულად არ მიიღო ტვირთი და არ გადატვირთვა, რამაც გამოიწვია ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს გადამზიდველი.
ამასთან, უზენაესმა სასამართლომ საინტერესო განმარტებები გააკეთა გადაზიდვის ხელშეკრულების შესახებ.
“გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეებს შეიძლება წარმოადგენდნენ ტვირთის გადამზიდ-ველი, ტვირთის გამგზავნი და ტვირთის მიმღები.”
“გადაზიდვის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება, რაც ტრანსპორტირების გარდა სხვა მოქმედებებსაც მოიცავს, როგორიცაა ტვირთის მიმღები-სათვის გადაცემა, ტვირთის შენახვა და ა.შ.”
“საერთო ფორმის აქტები წარმოადგენენ იმ სათანადო მტკიცებულებებს, რომლებითაც შესაძლებელია და-დასტურდეს ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნება ან სხვა გარემოებები, რომელთა სა-ფუძველზეც დგება მხარეთა პასუხისმგებლობა.”
