#28883
BLH
Keymaster

უზენაესი სასამართლოს მოცემულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საკმარისია სკ-ის 942-ე მუხლით განსაზღვრული ფორმის დაცვა- არ არის საჭირო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია. იმის შემდეგ, რაც მოხდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნოტარიული ფორმით გაფორმება, მარჩენალს უფლება აქვს მიმართოს საჯარო რეესტრს და დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება, აღნიშნული შესაძლებლობა ვადით არ არის შემოფარგლული.

 

გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით წარმოეშობა „უკეთესი უფლება“ მემკვიდრეს, რომელიც გადაწონოს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებას.

 

მემკვიდრე წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეს და ღებულობს ქონებას, ისეთივე მდგომარეობაში, როგორიც იგი იყო მამკვიდრებლის ხელში, მარჩენალს ჰქონდა მამკვიდრებლის უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის უფლებამოსილება, რომლის საფუძველიც იყო მამკვიდრებელსა და მარჩენალს შორის დადებული ნამდვილი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ამდენად გაუგებარია უზენაესის განმარტება.

 

პრაქტიკულად აღნიშნული საკითხი ისევე უნდა გადაწყდეს, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის შესახებ ვიმსჯელეთ “სანივთო სამართლის თემაში”.