#2881

გერმანიის კოდექსი, რაც წერია არის სრული მარაზმი, სავარაუდოდ ლუდით გაჭღეპილები წერდნენ მაგ ნორმას…  მსგავსი ნორმა არაკონსტიტუციულად იცნობოდა აუცილებლად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს შეეწინააღმდეგებოდა, რომლის მიხედვითაც:

 

“1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.”

 

თუ დავუშვებდით, რომ სავალდებულო წილზე უფლებამოსილ პირს შეეძლებოდა მამკვიდრებლის სიცოცხლეში დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაბათილება, ეს იქნებოდა მართლაც, რომ სიგიჟე.. ჯერ ერთი, რომ შელახავდა მამკვიდრებლის საკუთრების უფლებას, იმ კუთხით, რომ საკუთრების უფლება მოიცავს თავისუფლად განკარგვის უფლებასაც, ხოდა მამკვიდრებელმა თუ გააჩუქა ნივთი, ეს ნიშნავს, რომ მან ასე განკარგა იგი და რატომ უნდა ჰქონდეს ვიღაც მემკვიდრეს ამ თავისუფალი განკარგვის გაუქმების უფლება?? ეს ეწინააღმდეგება პირდაპირ საკუთრების უფლების არსს… მეორე მხრივ დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება შეილახებოდა, რადგან პირმა მიიღო საკუთრებაში მართლზომიერად ქონება და მისი ჩამორთმევის გამამართლებელი არგუმენტების პოვნა ძნელია.

 

ჩემი აზრით უფრო მართებული იქნება ამ შემთხვევაში წინა გვერდებზე ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში გამოყენებული მსჯელობის გამოყენება, კერძოდ ამ შემთხვევაში ფაქტობრივად მეორე მემკვიდრე კარგავს მემკვიდრეობის უფლებას და ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ სავალდებულო წილის ნორმები და ამ მემკვიდრესაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება და საბოლოო ჯაშმი თანაბრად გაიყოფენ (ძალიან სიგიჟეს ვწერ ახალ, მაგრამ მეტი რაციონალური გამოსავალი ვერ მოვიფიქრე ამ შემთხვევაში)…

 

შენ მიერ დაწერილი მაგალითი, რომ გამოვიყენოთ, სადაც სამკვიდრო 5.000 ლარია, ხოლო სამკვიდრო 6.250 ლარი.. აქ მეორე მემკვიდრეს ფაქტობრივად ერთმევა მემკვიდრეობის უფლება, ხოლო თუ ისე ვიზამთ, როგორც მე დავწერე მასაც 6.250 ლარის მოთხოვნის უფლება ექნება და ვინაიდან სამკვიდრო 5.000 ლარია და ორივეს 6.250 ლარის მოთხოვნის უფლება აქვთ, თანაბრად უნდა გაიყოს 5.000 ლარი 😀 😀

 

და საერთოდ ყველაზე სწორი იქნებოდა გაგვეუქმებინა 1378-ე მუხლი, რადგან უაზროა თავიდან ბოლომდე…