#28747
BLH
Keymaster

სერვიტუტის უფლება

 

სერვიტუტის უფლების მიხედვით ერთი უძრავი ქონების მეპატრონე თავისი უძრავი ქონების უკეთ გამოყენების მიზნით სარგებლობს გარკვეული ძალაუფილებით  მის მეზობელ უძრავ ქონებაზე.

 

მაგ: მეზობელი მიწის ნაკვეთზე არსებული ჭის გამოყენების უფლება, მეზობელ ნაკვეთზე გზის გაყვანა და ა.შ.

 

მიწის ნაკვეთი, რომლის სასარგებლოდაც დგინდება სერვიტუტი, მთავარი მიწის ნაკვეთი ეწოდება, ხოლო დატვირთული მიწის ნაკვეთს მომსახურე მიწის ნაკვეთი ეწოდება.

 

აუცილებელია,რომ მთავარი და მომსახურე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა პირის საკუთრებას წარმოადგენდნენ.. სერვიტუტი წარმოადგენს მთავარი მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს.

 

სერვიტუტი უვადო ხასიათისაა, მაშინ როცა უზუფრუქტი და პირადი სერვიტუტი წყდება უფლებამოსილი პირის გარდაცვალებით. ამ თავისებულებათა წყალობით სერვიტუტი ხასიათდება საკუთრების მუდმივი შეზღუდვს ტენდენციით.