მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სანივთო სამართალი › Reply To: სანივთო სამართალი
უზუფრუქტის უფლება
უზუფრუქტი, ისევე როგორც აღნაგობა წარმოადგენს სანივთო უფლებას, მისი მეშვეობით ხორციელდება უძრავ ნივთზე სუბიექტის ბატონობა, თუმცა ძალაუფლება რაც გამომდინარეობს უზუფრუქტის უფლებიდან უფრო მცირეა, ვიდრე ეს გვაქვს აღნაგობისა და საკუთრების უფლებების შემთხვევაში, თუმცა უფრო ფართოა ვიდრე ნებისმიერი ვალდებულებითი უფლების შემთხვევაში.
უზუფრუქტუალი მოკლებულია მესაკუთრის რიგ უფლებებს: მას არ აქვს ნივთის გასხვისების, იპოთეკით გაცემის, მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.. უზუფრუქტი გადაუცემელი უფლებაა.ამდენად, უზუფრუქტი მტკიცედ არის დაკავშირებული უზუფრუქტუარის პიროვნებასთან.
უზუფრუქტუალი შეზღუდულია რიგ სახელშეკრულებო ურთიერთობაშ შესვლისას, მას ჭირდება მესაკუთრის თანხმობა, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადებისას. თუკი ქირავნობა ან იჯარა, იყო უზუფრუქტის წარმოშბამდე, ეს უფლება კვლავ ძალაში რჩება მესაკუთრესა და დამქირავებელ–მოიჯარეს შორის, ხოლო უზუფრუქტუალს შეუძლია უზუფრუქტის საფუძველზე ქირის მოთხოვნა.
უზუფრუქტის სუბიექტი შეიძლება იყოს მრავალი პიროვნება.მთავარია, რომ თითოეულს მათგანის წილი იყოს განსაზღვრული. უზუფრუქტით სარგებლობაც ამის შესაბამისად მოხდება. მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება 953–ე მუხლით, რომელიც აწესრიგებს თანაზიარი უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
