მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სანივთო სამართალი › Reply To: სანივთო სამართალი
აღნაგობის უფლება
აღნაგობის უფლება გულისხმობს, პირის შესაძლებლობას ისარგებლოს სხვისი ნაკვეთით ისე, რომ მას ჰქონდეს ან ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის,თხოვების და გაქირავების უფლება.
აღნაგობის უფლება, ისევე როგორც საკუთრების უფლება არის სანივთო უფლება. მისი მეშვეობით ხორციელდება მიწის ნაკვეთზე ბატონობა. აღნაგობის უფლებით სუბიექტს ენიჭება უფრო ნაკლები ძალაუფლება ნივთზე, ვიდრე საკუთრების უფლებით.
აღნიშნული ჩანს თუნდაც იქიდან, რომ აღნაგობის უფლება, საკუთრების უფლებისგან განსხვავებით, ვადიანია, იგი შეიძლება მხარეთა შეთანხმებით მაქსიმუმ 99 წლით წარმოიშვას. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ აღნაგობის საგნის მესაკუთრეს, თავისი საკუთრების უფლებიდან გამომდინარე გააჩნია უფლებები და იგი წარმოადგენს აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთის არაპირდაპირ მფლობელს.
ამდენად, აღნაგობა, საკუთრების უფლების შემდეგ ყველაზე ძლიერი უფლებაა, რომლითაც შეიძლება ნივთზე ბატონობა, თუმცა მხოლოდ მიწის ნაკვეთზე და არა ყველანაირ ქონებაზე.
სანივთო უფლების ხასიათს განსაზღვრავს არა ნივთის უბრალოდ სარგებლობაში გადაცემა, არამედ ამ სარგებლობის ფარგლები, მაგ: იჯარის და ქირავნობის უფლებითაც სარგებლობაში ხდება ნივთის გადაცემა, თუმცა ამ უფლებებიდან გამომდინარე ძალაუფლების ფარგლები ბევრად მცირეა აღნაგობაზე.
