მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი › Reply To: მემკვიდრეობითი სამართალი
ხო, 1375-ე და 1473-ე მუხლები მსგავსია და ერთიანი მიდგომაა საჭირო და 1378-ე მუხლსა და 1455-ე მუხლს შორის შეიძლება საინტერესო მსჯელობა, კერძოდ 1455-ე მუხლის მიხედვით, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 5 წლის განმავლობაში სხვა მემკვიდრეებისათვის ნაჩუქარი ქონება ფაქტობრივად შედის სამკვიდროში.
მაგ: ორი მემკვიდრე თუა და ერთ-ერთს 1000 ლარი გადაეცა სამკვიდრო მასიდან გამოყოფის გზით, მამკვიდრებლის სიცოცხლეში.. ხოლო გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო 2000 ლარს შეადგენს… ამ შემთხვევაში ეს 1000 ლარი ფაქტობრივად გაითვალისწინება სამკვიდროში და 3000 ლარიდან მოხდება გაყოფა.. (ფიქციური გაყოფაა), ანუ რეალურად სამკვიდროში 2000 ლარია, მაგრამ ამ 2000 ლარის გამოთვლისას ხდება უბრალოდ იმ 1000 ლარის გათვალისწინება.
სავალდებულო წილის შემთხვევაშიც (1378-ე მუხლი) დაახლოებითი იგივე მიდგომა გვაქვს, იმ გამონაკლისით, რომ სავალდებულო წილის გამოთვლისას გაითვალისწინება ნებისმიერი თანხა, რომელიც იქნა გაჩუქებული ნებისმიერი მესამე პირისათვის.
მაგ: ორი პირველი რიგის მემკვიდრეა, სამკვიდრო 2.000 ლარს შეადგენს, ხოლო მამკვიდრებელმა ვიღაც მესამე პირს სიცოცხლეში აჩუქა 1000 ლარი, ასევე ანდერძით მთელი სამკვიდრო დაუტოვა ერთ-ერთ პირველი რიგის მემკვიდრეს. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო წილის გამოითვლება 3.000 ლარიდან და შეადგენს 750 ლარს.
ახლა ჩდება რამდენიმე სადავო საკითხი, ვთქვათ მე ვარ მამკვიდრებლის კრედიტორი… და მოყვანილი მაგალითების შემთხვევაში ორივეგან მამკვიდრებელს ჩემი ვალი ჰქონდა 20.000 ლარი… ანუ მთლიანი სამკვიდროს შესაბამისად შემიძლია მოვითხოვო ვალდებულების შესრულება. რამდენის მოთხოვნის უფლება მაქვს პირველი მაგალითის შემთხვევაში და მეორე მაგალითის შემთხვევაში???
და მეორე საკითხი, ვთქვათ მეორე მაგალითში გაჩუქებული თანხა არის 20.000 ლარი… როგორ განაწილდება სამკვიდრო ქონება?