#28674
BLH
Keymaster

რა არის გადაზიდვის ხელშეკრულება?

 

სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლი განსაზღვრავს გადაზიდვის ხელშეკრულების ცნებას:

 

გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

ტვირთის გადაზიდვა შეიძლება სხვადასხვა სახით განხორციელდეს (საჰაერო, საზღვაო, საავტომობილო), თითოეული სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა-გადაყვანა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკებით, რომლებიც დარეგულირებულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მათ შორის სამოქალაქო კოდექსით. ასევე არსებობს  საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ. (Hamburg rules, CMR და ა.შ.)

 

გადაზიდვის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სხვადასხვა სახით:

 

ტვირთის გადაზიდვის კონსესუალური ხელშეკრულება- გადამზიდველი კისრულობს ვალდებულებას გამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული/გადასაცემი ტვირთი გადაიტანოს დანიშნულების ადგილზე და გადასცეს ტვირთის მიმღებს, ხოლო გამგზავნი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

რეალური ხელშეკრულებაა- გადამზიდველს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მხოლოდ ისეთი ტვირთის მიმართ, რომელიც გადასცა გამგზავნმა და მიიღო გადამზიდველმა დანიშნულების ადგილზე გადასატანად, ანუ გადაზიდვის ხელშეკრულების დადება ემთხვევა ტვირთის გადამზიდველისთვის გადაცემის ფაქტს.