#2858
Edika
Participant

განსხვავებას რაც შეეხება 1455 და 1473-ისა პირველრიგში 1455 მუხლი ეხება ზოგადად მემკვიდრის და მამკვიდრებლის ურთიერთობას და 1473 მუხლი მხოლოდ მშობელს და შვილის ურთიერთობას, მაგრამ ორიბე მუხლი ეხება მიღებულის ჩათვლას სამკვიდროში და არა სამკვიდრო მასაში შესვლას როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა.

 

 

მთავარი განსხვავება სწორად თქვი შენ, მდგომარეობს მამკვიდრებლის ნების გამოხატვაში, კერძოდ რაც დაგასცა ეს იყო ”ჩუქება” (1455)  თუ ”გამოყოფის სახით გდაცემა”. სწორეს ასეა გამიჯნული ეს მუხლები ერთმანეთიდან ამ გადაწყვეტილებაში ას-1058-1325-09.

 

 

”გამოყოფის სახით გდაცემა”– სთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

”პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლის პირველწყაროს წარმოადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 2050-ე პირველი პარაგრაფი, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ქართულ ენაზე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ხარვეზებით იქნა თარგმნილი. აღნიშნული პარაგრაფის სათაურია „კანონით მემკვიდრთა ვალდებულება წილებისგათანაბრების შესახებ“, რომლის პირველი ნაწილის ზუსტი შინაარსი შემდეგია:

 

„მემკვიდრეები, რომლებიც მიწვეული იქნებიან სამკვიდროს მისაღებად, როგორც კანონით მემკვიდრეები, ვალდებული არიან სამკვიდრო ქონების გაყოფამდე ურთიერთმიმართებაში გაითვალისწინონ ყოველივე ის, რაც მათ მიიღეს მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში ქონებიდან გამოყოფისსახით, თუ მამკვიდრებელს (ქონების) გადაცემისას სხვა რამ არ დაუდგენია“.

 

გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში ერთმნიშვნელოვნად არის განმარტებული, რომ მოცემულ ნორმაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც მამკვიდრებელი (მშობელი), თავის სიცოცხლეშივე ერთ-ერთ მემკვიდრეს (შვილს) წინასწარ საკუთრებაში გადასცემს ქონების იმ ნაწილს, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიღებდა სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში. ამრიგად, ვინაიდან, მომავალმა მემკვიდრემ წინასწარ მიიღო თავისი წილი ქონება, აღნიშნული გარემოება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამკვიდროს გახსნის და სამკვიდრო ქონების გაყოფის დროს (Pრუტტინგ-ჭეგენ-ჭეინრეიცჰ, BGB. Kომმენტარ. 2006, შ. 2564-2565). გერმანული სამართლის მიხედვით, მემკვიდრემ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიღებული ქონება სამკვიდრო მასაში კი არ უნდაშეიტანოს, არამედ გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მან თავისი წილი ქონება უკვე მიიღო დადამატებით ქონებაზე (სამკვიდრო მასაზე) პრეტენზია არ უნდა განაცხადოს, ხოლო, თუკანონით მას უფრო მეტი ეკუთვნის, იგი დამატებით, სამკვიდრო მასიდან მიიღებს თავის წილქონებას, რათა მემკვიდრეთა წილები გათანაბრდეს.

 

გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში, ასევე ერთმნიშვნელოვნად არის განმარტებული, რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 2050-ეპარაგრაფის ბოლო წინადადების სიტყვები: „თუ მამკვიდრებელს (ქონების) გადაცემისას სხვარამ არ დაუდგენია“, ნიშნავს იმას, რომ მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული ნება იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელი თავისივე სიცოცხლეში მომავალ კანონით მემკვიდრეს გადასცემს თავის წილსამკვიდრო ქონებას, რაც შემდგომში სამკვიდროს გახსნისა და სამკვიდროს გამოყოფის დროსუნდა იქნეს გათვალისწინებული. თუ ეს ნება ასე მკაფიოდ არ არის გამოხატული, მაშინ იგულისხმება, რომ იდება ჩვეულებრივი ჩუქების ხელშეკრულება. ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლი უნდა განიმარტოს ისე, რომ მამკვიდრებელმა (მშობელმა), თავის სიცოცხლეშივე ერთ-ერთ მემკვიდრეს (შვილს) საკუთრებაში გადასცაქონების ის ნაწილი, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიღებდა სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში,ვინაიდან მომავალმა მემკვიდრემ წინასწარ მიიღო თავისი წილი ქონება, აღნიშნული გარემოება მემკვიდრეთა მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამკვიდრო ქონების გაყოფის დროს. პალატის მითითებით, აუცილებელია, რომ მამკვიდრებლის აღნიშნული ნება გამოიხატოს მკაფიოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიდება ჩვეულებრივი სახის ჩუქების ხელშეკრულება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სამართალურთიერთობა უნდა მოწესრიგდესსაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლით, თუ სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წელიჯერ კიდევ არ არის გასული. გარიგების, 1473-ე მუხლის შესაბამისად, დადებისას მნიშვნელობაარ აქვს, თუ რა ვადა გავიდა ქონების გადაცემიდან სამკვიდროს გახსნამდე”