#28382
BLH
Keymaster

ინდივიდუალური აქტის საკანონმდებლო განმარტება

ინდ. აქტის განმარტება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (ზაკ-ის) მე-2 მუხლში:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.” 

ამდენად, შეგვიძლია გამოვყოთ ინდ. აქტის შემდეგი ელემენტები:

(1) ადმინისტრაციული ორგანო – (განმარტებულია ზაკ-ის მე-2 მუხლის “ა” პუნქტით)

ადმინისტრაციული ორგანოს ორი ტიპი შეგვიძლია გამოვყოთ:

ორგანიზაციული გაგებით არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც ახორციელებს მმართველობით უფლებამოსილებას.

ფუნქიცონალური გაგებით – ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც რეალურად ახორცილებენ საჯარო მმართველობით ხასიათის ფუნქციებს.

მაგ: სითი პარკი, რომელიც შპს-ია, თუმცა ახორციელებს საჯარო მმართველობას – პარკირების მოწესრიგების კუთხით და შესაბამისად ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში იგი ადმინიტრაციულ ორგანოდ მოიაზრება.

(2) ადმინისტრაციული კანონმდებლობა – ინდივიდუალური აქტი უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. 

მაგ: მშენებლობის ნებართვა, ლიცენზიის მინიჭება, მართვის მოწმობის გაცემა და ა.შ.

მაგ: სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ ჩაითვლება ინდ. აქტად იმის მიუხედავად, რომ მას გამოსცემს ადმინისტრაციული ორგანო- ნოტარიუსის სახით, რადგან სამკვიდროს მოწმობის გაცემა გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან და ემსახურება კერძო სამართლებრივ მიზნებს და შესაბამისად იგი არ წარმოადგენს საჯარო მმართველოს განხორციელებას.

(3) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ინდ. აქტი გვაქვს მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა  შეზღუდული წრისკენ. ანუ აქტის გამოცემისას განსაზღვრული უნდა იყოს თუ ვის ეხება ის ან უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ  შემთხვევებს. 

მაგ: როდესაც ადმ. ორგანო გასცემს კონკრეტულ პიროვნებაზე მშენებლობის ნებართვას, ინდ. აქტი (მშენებლობის ნებართვა) მიმართულია ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის- მშენებლისკენ. 

მაგ: “A” ქალაქში სტიქიამ დააზიანა სახლები, მუნიციპალიტეტმა გამოსცა აქტი, რომლის მიხედვითაც ყველა დაზარალებული პირი უფლებამოსილი იყო მიეღო დახმარება, დროებითი საცხოვრისის სახით 6 თვის განმავლობაში.

(4) აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს – ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების საფუძველზე წარმოიშობა სამართლებრივი შედეგი,  არაა საჭირო სხვა პირის ნების გამოვლენა, იმისათვის, რომ წარმოიშვას სამართლებრივი შედეგი, რომელიც გულისხმობს გარკვეული უფლება-მოვალეობების წარმოშობას პირებისათვის.