მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება › Reply To: მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება
მენარდის მიერ ვალდებულების პირადად შესრულება
სამოქალაქო კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:
„თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.“
ხოლო სამოქალაქო კოდექსის 632-ე მუხლის მიხედვით:
„მენარდემ პირადად უნდა შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებებიდან ან სამუშაოს ხასიათიდან.“
ამდენად მენარდეს შეუძლია სხვას გადაანდოს სამუშაოს შესრულება, თუ კანონიდან, მხარეთა შეთანხმებიდან ან/და სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე ეს ვალდებულება მან პირადად არ უნდა შეასრულოს.
მაგ: თუ ცნობილ მხატვარს დაუკვეთეს სურათის დახატვა, მაშინ ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, იგი ვერ გადაანდობს ვალდებულების შესრულებას სხვა პირს.
მაგ: თუ მხარეები შეთანხმდნენ ნარდობის ხელშეკრულებით, რომ ვალდებულებას შეასრულებდა პირადად „ა“, მაშინ „ა“ ვერ გადაანდობს ვალდებულების შესრულებსა „ბ“-ს.
მენარდე უფლებამოსილია თავისი ვალდებულება გადაანდროს სხვა პირს ქვენარდობის ხელშეკრულებით, ან შესაძლებელია იგი შრომით ურთიერთობაში იყოს სხვა პირთან, რომელიც მისი სახელით შეასრულებს სამუშაოს, ორივე შემთხვევაში შესრულებლი სამუშაოსათვის პასუხისმგებელია მენარდე, შემკვეთის წინაშე.
სამუშაოს გადანდობის შემთხვევაში, მენარდის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი, გარდა ზოგადი წესისა, რომ მენარდემ აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად (სკ-ის 361.2-ე მუხლი) ასევე შეიძლება იყოს სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის დანაწესი: (იხ. სუსგ № ას–1162–1091-2012)
„მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.“
რაც შეეხება მომსახურების ხელშეკრულებას, აქაც ანალოგიური რეგულაციები მოქმედებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ნარდობის შემთხვევაში.