მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მემკვიდრეობითი სამართალი › Reply To: მემკვიდრეობითი სამართალი
წილის გათანაბრება
სამკვიდრო მასაში შემავალი სახლი ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში დაიწვა (ხანძარი გაუჩნდა) და ერთ ერთმა მისმა შვილმა აღადგინა (გაარემონტა). დანახარჯებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ამ ქონების ღირებულებას. (მაგალითად სახლი იყო 40000 ათასის ღირებულების და დაახარჯა 60000 ათასი).
სამკვიდროს გახსნის შემდეგ ამ მემკვიდრემ 1475-ე მუხლის შესაბამისად, წილთა გათანაბრების პრინციპის საფუძველზე მოითხოვა მთლიანი სამკვიდრო წილი, რაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ (თანამემკვიდრემ) გაასაჩივრა სააპეცალიო წესით.
სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში წილთა გათანაბრების პრინციპის საფუძველზე მთლიანად ერთმევა უფლება მეორე მემკვიდრესო (1477-ე მუხლის მეორე ნაწილით), აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აგრეთვე 1477-ე მუხლის პირველ ნაწილს და მთლიანად მემკვიდრეობითი სამართლის ძირეულ პრინციპებს ანალოგიით გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლი (სავალდებულო წილი) და მიეცეს იმ წილის ნახევარი რაც ეკუთვნოდა და რასაც მიიღებდა კანონით მემკვიდრეობის დროსო.
რამდენად მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება?
