#27893

ვალდებულებითი ურთიერთობის კლასიფიკაცია

ვალდებულებითი ურთიერთობა შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი(მრავალმხირივი).

ცალმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ერთ მხარეს აქვს მხოლოდ ვალდებულება, ხოლო მეორეს მხოლოდ მოთხოვნის უფლება.

მაგ: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელს გააჩნია სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ისე, რომ მას არ გააჩნია რაიმე ვალდებულება მსესხებლის მიმართ, ხოლო მსესხებელს გააჩნია სესხის დაბრუნების ვალდებულება, ისე, რომ მას რაიმეს მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.

ორმხირვი(მრავალმხრივი) ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ორივე მხარეს აქვს, როგორც ვალდებულება ისე მოთხოვნის უფლება.

მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, მყიდველს გააჩნია, როგორც ნასყიდობის ღირებულების გადახდის ვალდებულება, ისე ნასყიდობის საგნის მოთხოვნის უფლება, ხოლო გამყიდველს ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულებასთან ერთად გააჩნია ნასყიდობის ღირებულების მოთხოვნის უფლება.

შესრულების მოვალეობები შეიძლება დაიყოს პირველად და ნაწარმოებ შესრულების მოვალეობად. მაგ: გიორგიმ ისესხა ირაკლისგან 10.000 ლარი. სესხის დროულად დაუბრუნელობისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით გადახდა.

ამ შემთხვევაში ძირითადი ვალდებულებაა სესხის დაბრუნების ვალდებულება, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნება ნაწარმოები ვალდებულება.

ვალდებულებები შეიძლება დაიყოს ძირითად და დამატებით ვალდებულებებად.

ძირითადი ვალდებულებები– მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულბიდან გამომდინარე ნივთის გადაცემა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნება.

დამატებითი ვალდებულებები– მაგ: ნივთის შეფუთხვა, ნივთის დამონტაჟება, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდა და ა.შ.