მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული სამართალდარღვევები › Reply To: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
გ) ბრალის გამომრიცხავი გარემოებები
შეცდომა აკრძალვაში არის შეცდომა ქმედების უკანონობაში. დამრღვევი იმყოფება შეცდომა აკრძალვაში, როდესაც მან არ იცის, რომ მისი მოქმედება უკანონოა. შეცდომა არის უბრალო უცოდინარობა. არ გვაქვს ასეთი შეცდომა, როდესაც დამრღვევი ეჭვობს საკუთარი ქმედების კანონიერებაში და უშვებს ასეთ შედეგს. როდესაც დამრღვევისთვის არ არის ცნობილი მისი ქმედების მომწესრიგებელი ნორმა, ეს არ გულისხმობს შეცდომას აკრძალვაში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ უცოდინარობის საფუძველზე დამრღვევი ვერ აღიქვამს იმას, რომ მისი მოქმედება შეიძლება იყოს უკანონო, იმყოფება ის შეცდომა აკრძალვაში.
გამამართლებელი (საპატიებელი) გარემოება- აუცილებელი მოგერიების საზღვრის გადალახვის საპატიბელი გარემოებაა ბრალის არ არსებობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადალახულია საჭიროების ზღვარი, ხოლო საფრთხის აწმყოში (რეალობის) ზღვარი დაცულია.
უკიდურესი აუცილებლობის ზღვრის გადალახვა, განსაკუთრებით საგზაო მოძრაობის სფეროში, სადაც ხელი ეშლება მოძრაობის მონაწილეთა უფლებებს, შესაძლებელია გახდეს საჭირო საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ისე, რომ ეს ინტერესი არ აღემატება შეფერხების ინტერესებს.
ბრალი გაუფრთხილებლობით დელიქტებში- ზემოთ განხილული ბრალის ელემენტები ვრცელდება როგორც განზრახ ისე გაუფრთხილებლობით დელიქტებში. მოდიფიცირება მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბრალის წინაპირობაა ქმედების შემადგენლობის შესაბამისობის ცოდნა, ანუ განზრახვა.
ა. სუბიექტური აღქმადობა- გაუფრთხილებელი დარღვევის დასაბუთებისათვის საკმარისია ქმედების ობიექტური შემადგენლობის შესაბამისობის ობიექტური აღქმადობა. იყო თუ არა ეს კონკრეტული დამრღვევისთვის აღქმადი არ არის არსებითი. ბრალის წაყენებამდე პოზიტიურად უნდა დადასტურდეს, რომ სწორედ კონკრეტული დამრღვევი იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ შეეცნო გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ მისი ქმედების ქმედების ობიექტურ შემადგენლობასთან შესაბამისობას. ეს ,,სუბიექტური აღქმადობა“ არის გაუფრთხილებლობით დელიქტის ბრალის განსაკუთრებული ელემენტი.
ბ. უკანონობის პოტენციური აღქმა- უკანონობის გაცნობიერება გულისხმობს ქმედების შემადგენლობის შესაბამისობის გაცნობიერებას. ვინც ვერ აცნობიერებს, რომ ის ობიექურად ქმედების შესაბამისად მოქმედებს, არ შეუძლია მისი ქცევა შეაფასოს როგორც უკანონო. უკანონობის აქტუალური აღქმა აქვს მხოლოდ განზრახ დელიქტის ჩამდენს. გაუფრთხილებლობით დელიქტის ჩამდენი თავისთავად იმყოფება აკრძალვის შეცდომაში. შეცდომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შეფასება ხდება განზრახვის დაბრალების საფუძველზე. ეს დაბრალება არის დასაშვები, როდესაც მისი სუბიექტური აღქმადობა დადასტურებულია. უკანონობის პოტენციური აღქმა გვაქვს სახეზე, როდესაც დამრღვევს საკუთარი ქმედების შესაბამისობა ქმედების შემადგენლობასთან და, უნარების გათვალისწინებით, უკანონობა უნდა დაენახა.
გ. შეუძლებლობა– განზრახვით დელიქტებისგან განსხვავებით გაუფრთხილებლობით დელიქტებში აღიარებულია, რომ კანონის ნორმის შესაბამისი ქცევის შეუძლებლობა მაშინაც კი გამორიცხავს ბრალს, როდესაც არ არის არც აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის საპატიებელი გარემოება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი ჩადის სამართალდარღვევას ისეთი ინტერსის დასაცავად, რომელიც არ არის საკმარისი საპატიებელი გარემოებისთვის.
