მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული სამართალდარღვევები › Reply To: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
გ) ქმედების ფორმა (მოქმედება/უმოქმედობა)
მოქმედება- დამრღვევის სხეულით განხორციელებული აქტიურობა (მაგ: ხმაური, დაბინძურება, გაჩეხვა, განადგურება და ა.შ.).
უმოქმედობა- უნდა გაიმიჯნოს ნამდვილი და არანამდვილი უმოქმედობით განხორციელებული ქმედებები.
ნამდვილი უმოქმედობით დელიქტი მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ქმედების შემადგენლობა სამართლებრივ შედეგს უმოქმედობას უკავშირებს. მაგ: ხანძრის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
არანამდვილი უმოქმედობით დელიქტის შემთხვევაში ქმედების შემადგენლობა აღწერს კონკრეტულ აქტიურობას, რომლის შესაბამისია დამრღვევის უმოქმედობა, როდესაც მას აქვს გარანტორის ფუნქცია. მაგ: “ა”-ს ძაღლმა დააზიანა “ბ”, ამ შემთხვევაში სახეზეა არანამდვილი უმოქმედობა “ა”-ს მხრიდან, რადგან მას ევალებოდა თავისი ძაღლის მხრიდან საფრთხის აღკვეთა რაც ვერ მოახერხა.
