#27139
Edika
Participant

ისევ ქვემდებაორება.

განასხვავებენ ნორმატიული აქტების გასაჩივრების ორ სახეს: აქტის  გაშუალედებული და უშუალო გასაჩივრებაპირველ შემთხვევაში (ინციდენტური კონტროლი) დავა დაიყვანება ნორმატიულ აქტებს შორის კოლიზიის გადაჭრამდე, ამავდროულად ხდება უფლების შესადებ დავის გადაწყვეტა. უპირატესობის მინიჭება ხდება უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტისადმი, შედარებით სუსტი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის გაუქმების გარეშე. გაშუალედებული გასაჩივრება გამორიცხავს საკონსტიტუციო ქვემდებარეობას, ანუ დავა არის საერთო სასამართლოს ქვემდებარე.  ჩემი აზრით, ვინაიდან გაშუალედებული ქვემდებარეობა გამორიცხავს საკონსტიტუციო ქვემდებარეობას, შესაბამისად გამოირიცხება საერთო სასამართლოებში დავის დაყვანა კონსტიტუციასა და კანონს შორის კოლიზიის გადაჭრამდე. საერთო სასამართლოები საკონსტიტუციო კონტროლს არ ახორციელებენ.  რაც შეეხება უშუალო გასაჩვრებას(აბსტრაქტული ნორმათკონტროლი), ხდება კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა, სხვა დავისგან დამოუკიდებლად. ამ შემტხვევაში ხდება არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის გაუქმება.

 

საკონსტიტუციო კონტროლის თუნდაც ნაწილობრივი განხორციელების უფლება საერთო სასამართლოებს არ გააჩნიათ. აღნიშნული ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.  კონსტიტუციასთან შეუსაბამო ადმინისტრაციული აქტის გაუქმება შესაძლებელია, თუ ის ამავდროულად ეწინააღმდეგება კანონს(არსებობს კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფცია). ადმინისტრაციული აქტი შეიძლება შეიცავდეს კონსტიტუციის ან კანონის დებულებებს. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის შემოწმება სცილდება საერთო სასამართლოების კომპეტეენცია/იურისდიქციას. თუ ადმ აქტი შეიცავს კონსტიტუციის დებულებას, მისი შემოწმება უტოლდება კონსტიტუციის შემოწმებას, რისი უფლებამოსილება არც საერთო სასამართოებს გააჩნიათ და არც საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ აქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაგრამ გამოცემულია კანონის საფუძველზე, ადმინისტრაციული აქტის არამართლზომიერება ბრალად შეერაცხება საკანონმდებლო ხელისუფლებას და არა აღმასრულებელს. კანონი ფარავს ადმინისტრაციული აქტის შესაძლო არაკონსტიტუციურობას.

 

თუ საქმის განმხილველი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ კანონი არაკონსტიტუციურია ის ვალდებულია წარდგინებით მიმართოს სასამართლოს. ეს არის საერთო სასამართლოების ვალდებულება. ფაქტიურად ეს ზღუდავს კონსტიტუციის პირდაპირ მოქმედებას (იგივე აზრია იურიდიულ ლიტერატურაში). ჩემი აზრით კონსტიტუციის პირდაპირ მოქმედებას გამორიცხავს კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმცია, ანუ პირველ რიგში გამოყენებულ უნდა იქნას კანონი, შესაბამისად თუ არ არსებობს ამა თუ იმ ურთიერთბის მარეგულირებელი კანონი ამ შემთხვევაში დასაშვებია გამოვრიცხოთ კონსტიტუციის პირდაპირი მოქმედება. ასევე როცა კონსტიტუცია ავსებს კანონის მოთხოვნებს.(უ.ს.გ ას-321-306-2013 (სააპელაციო სასამართლო. მემკვიდრისთვის სამკვიდროს მთლიანად დაკარგვა გამოიწვევს კონსტიტუციის 36-ე მუხლის დარღვევას და ანალოგიით გამოიყენა ს.კ-ის 1378-ე მუხლი. );  საკანონმდებლო ნორმა რომელიც ამბობს რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით  არ უნდა გავიგოთ კონსტიტუციის პირდაპირ მოქმედებად.

საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის კომპეტენტიის გამიჯვნის დროს იყენებენ სახელისუფლებო აქტის კრიტერიუმს. ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს საჯარო მმართველობითი აქტები. და პირიქით თ უ აქტი იწვევს კონსტიტუციურ სამართლებრივ შედეგს(სახელისუფლებო აქტი), აღნიშნული არ შეიძლება იყოს საერთო სასამართლოს ქვემდებარე.  სუს 3გ-ად-440-კს-03 საქმეზე სასამართომ თქვა რომ  რიგგარეშე სესიების და სხდომების მოწვევის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების დროს პრეზიდენტი არ ახორციელებს საჯარო მმართველობას, შესაბამისად საქმე არ ექვემდებარება საერთო სასამართლოების კომპეტენციას.