#26845
BLH
Keymaster

განსაზღვრულობის (განჭვრეტადობის) პრინციპი

განსაზღვრულობის პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქმედების ობიექტურ შემადგენლობასთან მიმართებით. ზუსტად უნდა განისაზღვროს ის ქცევა, რომელიც იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დამრღვევს უნდა შეეძლოს ასეთი შედეგის წინასწარ განჭვრეტა. განსაკუთრებით შერეული შემადგენლობის შემთხვევაში კანონმდებელმა კარგად უნდა გამოკვეთოს გამიჯვნის კრიტერიუმების კონტურები, რომელიც ნორმის გამომყენებელს არ მისცემს შესაძლებლობას საკუთარი სურვილის შესაბამისად მიაკუთვნოს ის ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დარღვევებს.

მაგ: ხულიგნობა დასჯადია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის შესაბამისად, ისე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. ნათლად უნდა ჩანდეს, თუ როდის უნდა მოხდეს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და როდის ადმინისტრაციულ სამართლებრივის.