მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
@drogba said:
მე საერთოდ იცით რას ვფიქრობ, 1171-ე მუხლი არარელევანტურია უნდა იყოს. ამ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება სკ-ის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება. იმ კუთხით, რომ ერთმა მეუღლემ განკარგა მეუღლეთა თანასაკუთრება და ეს განკარგვა ნამდვილია ამ ნორმის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში მეორე მეუღლეს ექნება მხოლოდ 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება მეუღლის მიმართ, ხომ ასეა?და ვინაიდან თანასაკუთრების განმკარგველი მეუღლე გარდაიცვალა, მას მხოლოდ ამ მეუღლის სამკვიდროდან ექნება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, ხოლო იმ მესამე პირს, ვის მიმართაც მოხდა აღნიშნული ქონების განკარგვა, იმის ვერ მოსთხოვს ვერაფერს.
მოკლედ არ შენ არ გეთანხმები და არც ედიკას… ახლა გეტყვით ჩემ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
სკ-ს 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გვაქვს ზოგადი წესი, რომ თუ ერთი მეუღლე განკარგავს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაშინ განკარგულ ნივთზე მეორე მეუღლეს პრეტენზია ვერ ექნება. ანუ მაგალითად თუ გააჩუქებს ერთი მეუღლე თანასაკუთრებაში მყოფ ბინას, მაშინ მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს ამ ბინის 1/2-ს უკან დაბრუნებას, თუმცა მას აქვს 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
ანუ გვაქვს ორი მთავარი საკითხი ამ მუხლთან დაკავშირებით: 1. კომეპნსაციის საკითხი განკარგვის დროს (ამაზე ვისაუბრეთ უკვე წინა პოსტებში) და 2. ანდერძით დატოვებული ბინა ჩაითვლება თუ არა განკარგვად სკ-ის 1160-ე მუხლის ფარგლებში?
ჩემი პირადი აზრია, რომ როცა ანდერძში ხდება თანასაკუთრების განსაზღვრა, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ არა 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილი, არამედ სკ-ს 1335-ე მუხლი. აღნიშნული განპირობებულია ანდერძით ქონების განკარგვის სპეციფიკიდან გამომდინარე. მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, მაგ: “ა”-ს ჰქონდა “ბ”-სგან ნათხოვნი კარადა, რომელიც ანდერძით დაუტოვა “გ”-ს. ამ შემთხვევაში მიუხედავად 187-ე მუხლის არსებობისა, მოქმედებს 1335-ე მუხლი და “ბ”უფლებამოსილია გამოითხოვოს აღნიშნული ნივთი, იგივე ბინაზე, როცა ბინა არასწორედ არის რეგისტრირებული მოანდერძეზე, ნამდვილ მესაკუთრეს აქვს მისი გამოთხოვნის უფლება 1335-ე მუხლის მიხედვით.