მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
ვერ დაგეთანხმები. მართალია, 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ქონებრივი უფლება-შელახული მეუღლისთვის კომპენსაციის გადახდას, თუმცა ეს ვალდებულება გამიჯნულია მესამე პირისაგან და იგი წარმოშობს ფარდობით ურთიერთობას მეუღლეებს შორის.
თუ გარდაიცვლება მეუღლე, რომელმაც გაასხვისა თანასაკუთრებაში არსებული ნივთი და კომპენსაციის გადახდა ვერ ხდება მეორე მეუღლისათვის, მაშინ ეს უკანასკნელი ვერ მოთხოვს ვერაფერს იმ პირს, რომელსაც უსასყიდლოდ გადაეცა თანასაკუთრებაში არსებული ნივთი.
ასეთი რამ, რომ დავუშვათ მაშინ დაირღვევა სამართლებრივი ბალანსი, რადგან თუ სამკვიდრო დარჩა, სამკვიდროდან უნდა მოხდეს კომპენსირება და თუ არ დარჩა სამკვიდრო, მაშინ მესამე პირისგან? ჯერესერთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ასე, რომ გადავწვიტოთ აღნიშნული საკითხი და მეორე მხრივ არასწორი იქნება. ამასთან დაკავშირებით მინდა დავსვა ერთი კითხვა, თუ შენ პოზიციას გავიზიარებთ, რა მოხდება მაშინ, როცა სამკვიდროში შემავალი ქონება მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს საკომპენსაციო თანხას?
