#2642

@Edika said:
დაუშვათ განკარგა ანდერძით ქონება რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა. გარდაიცვალა, ანდერძის შედეგი დადგა. გარდაცვლილს როგორ მოთხოვ 1160-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით  ” ქონების განკარგვით მიღებულ სარგებელს”? (ვერც სხვა მემკვიდრეს, როგორც უფლებამონაცვლეს ვერ მოთხოვ). მკვდარს რანაირად მოთხოვ? მატერიალურ სამარტლებრივი საფუძველი აღარ არსებობს უბრალოდ მოთხოვნის.  მე ვფიქრობ 1160-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ რომ 1160-ე მუხლის ერთ ერთი მიზანია უფლებაშესახული მეუღლის ინტერესების დაცვა – რესტიტუცია (1160-ე მუხლის მესამე ნაწილი). როცა პირი გარდაცვლილია იმას ვერ მოთხოვ ვერანაირ კომპესაციას, ამიტომ უნდა შეიზღუდოს 1160-ე მუხლის მეორე ნაწილის მოქმედება,  მაშინ როცა უსასყიდლოდ ხდება გასხვისება (ანუ როცა ანდერძის ხდება გადაცემა).

 

 

მკვდარს ვერ მოთხოვ, მაგრამ მაგ მკვდარს წარმოეშვა ვალდებულება, რომელიც არ არის პირადი სახის და გადადის მემკვიდრეებზე. თუ სამკვიდროში არაფერი დარჩა ეგ არ ნიშნავს იმას, რომ განკარგვის ბათილობის საფუძველი წარმოიშობა.

 

რა მნიშვნელობა აქვს განკარგვა სასყიდლიანია თუ უსასყიდლო, ბათილობის საფუძველი არ არსებობს. 1160-ე მუხლი მოიცავს, როგორც სასყიდლიან, ისე უსასყიდლო განკარგვას და ნამდვილად აღიარებს მათ.