მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
მაგ გადაწყვეტილებაში მთავარი საკითხია, თუ როდიდან იწყება სკ-ის 1171-ე მუხლის მიხედვით თანასაკუთრების გაყოფის ხანდაზმულობის ვადა განქორწინებისას.
საინტერესო სააპელაციოს განმარტება, ვფიქრობ ცოტა გაუგებარია რატომ განმარტა სასამართლომ, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როცა მეუღლემ ანდერძში განსაზღვრა თანაზიარი ქონება მთლიანად და ამ გარემოების გაგების მომენტიდან რატომ იწყებოდა მეორე მეუღლის მოთხოვნის უფლება და შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა სკ-ს 1171-ე მუხლის მიხედვით.
ვფიქრობ, არასწორია ეს განმარტება და სწორედ გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ, რომ 1171-ე მუხლის მიხედვით თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობა აითვლება განქორწინების მომენტიდან.
