#2563

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში.(ას-14-13-2010)

“სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლი შეიცავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გამოვიდნენ წარმომადგენლებად სასამართლოში. აღნიშნულ ჩამონათვალში დასახელებულია ერთ-ერთი თანამონაწილე დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით. მოცემულ მუხლში საუბარია იმ საგამონაკლისო შემთხვევებზე, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად არ არის აუცილებელი, რომ პირი იყოს ადვოკატი. “

ეს გამონაკლისი შემთხვევა არის ისეთი შემთხვევა, როცა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს თანამონწილე.

“სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლი განსაზღვრავს თანამონაწილეობის წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული საპროცესო ნორმის მიხედვით, თანამონაწილეობა გვაქვს მაშინ: ა) როდესაც სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.”