მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი › Reply To: სამოქალაქო პროცესი
პირველ ინსტანციაში შეტანილი სარჩელის წარმოებაში არ მიღება და ხანდაზმულობის ვადები
წარმოვიდგინოთ ისეთი შემთხვევა, როცა შეგვაქვს სარჩელი კონკრეტულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის ხანდაზმულობის ვადა გადის 3-4 დღეში. სასამართლო წარმოებაში არ ღებულობს საქმეს, ნებისმიერი მიზეზით, ვთქვათ ბაჟის ნაკლები ოდენობის გამო.
იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მსგავს შემთხვევაში სასამართლო აღარ ადგენს ხარვეზს, არამედ უბრალოდ არ იღებს წარმოებაში საქმეს, ვდგებით ასეთი პრობლემის წინაშე, რა ვუყოთ მსგავს შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობას?
მოცემულ სიტუაციაში უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის გამოყენება და თუ პირი სარჩელის მიღებაზე უარის თქმიდან 6 თვის განმავლობაში შეიტანს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ჩაითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან.